სკოლის მისია

დაწყებითი საფეხურის მისიას წარმოადგენს:

ა) მოსწავლისთვის საბაზისო უნარების განვითარება, კერძოდ წესების დაცვა, დამოუკიდებად წიგნიერების  ჩამოყალიბება,  პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება;
ბ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ პოზიტიური განწყობის შექმნა, სხვადასხვა მეთოდით/სწავლებით  მათი ინტერესის გაღვივება, გონებრივ-ემოციური განვითარების ხელშეწყობა,  მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთის.

საბაზო საფეხურის მისიას წარმოადგენს:

ა) მოსწავლის ლოგიკური აზროვნების განვითარება, ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომელიც დაეხმარება დამოუკიდებლად ინტერესისა და მიდრეკილებების გამოვლენაში.
ბ) საგანთა საფეხურებრივი მიწოდებით, კონსტრუქციული აზროვნების ჩამოყალიბება, შრომისუნარიანობის ზრდა და თავდაჯერებული მოქალაქის ფორმირების პროცესში მონაწილეობა;
გ) არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფა,  მოსწავლეთა სრული მომზადება სოციალურ-შრომითი  პირობების ასათვისებლად.

საშუალო საფეხურის მისიას წარმოადგენს:

ა) საბაზო საფეხურზე გამოვლენილი ინტერესების გაღრმავება, მათი დეტალიზებული სწავლება;
ბ) მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარება;
გ) ისეთი მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია, საკუთარი აზრის მკაფიოდ, თავდაჯერებულად გამოხატვა, დამოკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და ახალი მატერიალურ-ინტელექტუალური ღირებულებების შექმნა.

სკოლის მისია

კერძო საშუალო სკოლა შპს ,,აისი“-ს მისიას წარმოადგენს საზოგადოებაში ინტეგრირებული,განათლებული,სამართლისა და ადამიანის უფლებების დამცველი ახალგაზრდების ჩამოყალიბებას.ისეთი ძირითადი პრინციპების სწავლებას, როგორიცაა: თანასწორობა, ტოლერანტობა, სხვისი პატივისა და ღირსების დაცვა,სკოლა უზრუნველყოფს როგორც მოსწავლეთა მორალურ ასევე ფიზიკურ განვითარებას,მათ ინტელექტუალურ ზრდას,რათა საბოლოოდ სახელმწიფოს სრულფასოვანი მოქალაქეები გადასცეს.

მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის უზრუნველყოფით უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს თანამედროვე, ღრმა და ფართო განათლება, მომზადებული შეხვდეს ცხოვრების მოთხოვნებს, ჩამოყალიბდეს კანონმორჩილ ადამიანად.

სკოლა ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის ინტერესებსა  და  შესაძლებლობებზე,  რაც მიიღწევა კლასებში  მცირერიცხოვანი  კონტიგენტით.

მოსწავლემ უნდა მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და პროფესიულ საქმიანობას შორის.

X