დირექტორის მისალმება

დირექტორის მისალმება

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩვენი სკოლით. თუ ფიქრობთ რატომ უნდა აირჩიოთ კერძო სკოლა „აისი“, გეტყვით, რომ ჩვენს სკოლაში დაგხვდებათ ყველა საჭირო რესურსი, რათა მოსწავლის აკადემიური წარმატება და პიროვნული განვითარება იყოს გარანტირებული. ოჯახური გარემო, რომელსაც ჩვენი სკოლა სთავაზობს მოსწავლეებსა და მშობლებს შეუფასებელია და უზრუნველყოფს მოსწავლის სკოლაში ყოველდღიურად სიხარულით მოსვლას. კერძო სკოლა „აისი“-ს მთელი გუნდი მოტივირებულია და სჯერა, რომ ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე იქნება საზოგადოებაში ინტეგრირებული, განათლებული, სამართლისა და ადამიანის უფლებების დამცველი ახალგაზრდა. აკაკი წერეთელი ამბობდა: „მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა”. კერძო სკოლა „აისი“-ს მისია არ არის მხოლოდ განათლებული ადამიანების აღზრდა, არამედ მისი მიზანია ბედნიერი, ლაღი და მოაზროვნე ადამიანების აღზრდა, რომლებიც მომავალში უზრუნველყოფენ ქვეყნის კეთილდღეობას. უდავოა, რომ ყველა ბავშვი განსაკუთრებულია. ისინი სხვადასხვა ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი, რაც ხელს უწყობთ იყვნენ გამორჩეულები.

სკოლის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს, მოსწავლეში აღმოაჩინოს ეს ნიჭი და ხელი შეუწყოს მის განვითარებას. დამაზიანებელია, ყველა მოსწავლეს ერთნაირად მიუდგე, ვინაიდან, ყველა ადამიანი განსხვავებული ინდივიდია და აუცილებელია, რომ ეს გამორჩეულობა  დავაფასოთ და არ ვეცადოთ ყველა მოსწავლე ერთმანეთს დავამსგავსოთ.

ალბერტ აინშტაინმა თქვა:

„ყველა გენიოსია, მაგრამ თუ თევზს განვსჯით იმის მიხედვით, თუ რამდენად აქვს მას ხეზე ასვლის უნარი, მაშინ ის მთელი ცხოვრება იფიქრებს, რომ სულელია,“ შესაბამისად, აუცილებელია, მოსწავლეებს შევუქმნათ ინდივიდუალური, მათზე მორგებული სასწავლო გარემო, რასაც „აისი“ უზრუნველყოფს და მოსწავლეებს აღზრდის განათლებულ, ბედნიერ და წარმატებულ ახალგაზრდებად. „აისი“-ს მოსწავლეებს არ ეშინიათ გამოწვევების და მუდმივად მზად არიან წვლილი შეიტანონ მსოფლიო კეთილდღეობასა და განვითარებაში.

Our Skilled Instructors

X