ჩარიცხვის წესი

1.სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით;

2.სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
  • მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);
  • დაბადების მოწმობის  სანოტაროდ დამოწმებული ასლი;
  • სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
  • მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
  • სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე. 
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

ბ)  მოსწავლის პირადი საქმე;

გ)  მიმდინარე შეფასება;

ე)  ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;

ვ)  ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;

ზ) დაბადების მოწმობის  სანოტაროდ დამოწმებული ასლი;

თ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული  დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;

ი)  მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

კ)  სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ჯამრთელობის ცნობა.

  • მოსწავლის კლასიდან კლასში გაყვანა ხდება დირექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით.
  • დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს დირექტორი.
X