1.სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით;
2.სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
- მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);
- დაბადების მოწმობის სანოტაროდ დამოწმებული ასლი;
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
- მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
- სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ) მოსწავლის პირადი საქმე;
გ) მიმდინარე შეფასება;
ე) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;
ვ) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;
ზ) დაბადების მოწმობის სანოტაროდ დამოწმებული ასლი;
თ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
ი) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
კ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ჯამრთელობის ცნობა.
- მოსწავლის კლასიდან კლასში გაყვანა ხდება დირექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს დირექტორი.