ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ!!!

ადამიანები იბადებიან განსაკუთრებული შესაძლებლობებით.

სკოლა აისი 23 წლის განმავლობაში ცდილობს დაამტკიცოს, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს ინდივიდუალურად გამოვლენილი უნარი, ნიჭი, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.

საინტერესოა , თუ რას სთავაზობს სკოლა განსაკუთრებულ მოსწავლეს?!!:

  • უნივერსალურ გარემოს, რომელიც სრულად არის მორგებული განსაკუთრებულ შესაძლებლობზე, მათ შორის: პანდუსს, ლიფტს, ადაპტირებულ საკლასო ოთახს, საპირფარეშოსა და რესურს ოთახს.
  • დაკვირვების შედეგად შემდგარ ისგ ჯგუფს, რომელიც განსაზღვრავს როგორც საჭიროებებს, ასევე შეიმუშავებს პრობლემების გადაჭრის გზებს და რომელშიც შედის  სპეც პედაგოგი, ფსიქოლოგი და დატრენინგებული მასწავლებლები.
  • თითოეულ მოსწავლეს, თუ ამის საჭიროება დადგება,  ესგს მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმას.
  • სპეციალურად განსაზღვრულ ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც იწერება სასწავლო წლის დასაწყისში და რომელიც სრულდება აკადემიური წლის განმავლობაში.
  • მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც აკონტროლებს ისგ ჯგუფს და რომელიც ამზადებს დასკვნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის წარსადგენად..
  • ტოლერანტულ, თბილ და ოჯახურ გარემოს, სადაც თითოელ მოსწავლეს თანაბარი უფლებები გააჩნია.
  • და ბოლოს, უდიდეს სიყვარულს, რაც ყოველ დღე შეიგრძნობა და იზრდება.

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ,სკოლა აისში ეუფლება ცოდნას, ივითარებს ვერბალურ უნარსა და იზრდება სიყვარულში.

ამიტომაც, არის სკოლა აისი განსაკუთრებული..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *