საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით, 2026 წლის 20 მარტს გაიმართა „წყლის და მყინვარების მსოფლიო დღისადმი“ მიძღვნილი მე-3 მოსწავლეთა და სტუდენტთა ფოტოკონკურსის დასკვნითი ღონისძიება.
ღონისძიება გახსნა ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ, დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ფაკულტეტის დეკანმა ნოე ხოზრევანიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს ახალგაზრდების როლი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში.
კონკურსში აქტიურად იყო ჩაერთული საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდობა და უნივერსიტეტის სტუდენტები — 15 სკოლა და 5 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თემის აქტუალობასა და ინტერესს.
გამოვლინდა გამარჯვებულები, ასევე ფეისბუქის ლიდერი — გიორგი წულაია (სსიპ ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის სოფ. სახლინოს საჯარო სკოლა) და ფაკულტეტის რჩეული ფოტო- ქეთი ჭუმბაძე (კლდეეთის საჯარო სკოლა).
ყველა გამარჯვებულს გადაეცა სიგელი და კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებული ფოტოები განთავსდა სტუდენტურ სივრცეში.
აღსანიშნავია, რომ გამოიცა მყინვარების და წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფაკულტეტის მეორე ექსპერიმენტული გაზეთი .
უნივერსიტეტი მადლობას უხდის ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების ცნობიერების ამაღლებისა და იმ მნიშვნელოვანი გზავნილისთვის, რომელიც მათმა ნამუშევრებმა საზოგადოებას გაუზიარეს![]()
![]()
![]()

