წყლის და მყინვარების მსოფლიო დღისადმი

💦საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით, 2026 წლის 20 მარტს გაიმართა „წყლის და მყინვარების მსოფლიო დღისადმი“ მიძღვნილი მე-3 მოსწავლეთა და სტუდენტთა ფოტოკონკურსის დასკვნითი ღონისძიება.

ღონისძიება გახსნა ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ, დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ფაკულტეტის დეკანმა ნოე ხოზრევანიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს ახალგაზრდების როლი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში.

კონკურსში აქტიურად იყო ჩაერთული საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდობა და უნივერსიტეტის სტუდენტები — 15 სკოლა და 5 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თემის აქტუალობასა და ინტერესს.

📸 გამოვლინდა გამარჯვებულები, ასევე ფეისბუქის ლიდერი – გიორგი წულაია (სსიპ ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის სოფ. სახლინოს საჯარო სკოლა) და ფაკულტეტის რჩეული ფოტო- ქეთი ჭუმბაძე (კლდეეთის საჯარო სკოლა).

🏅 ყველა გამარჯვებულს გადაეცა სიგელი და კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებული ფოტოები განთავსდა სტუდენტურ სივრცეში.

აღსანიშნავია, რომ გამოიცა მყინვარების და წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფაკულტეტის მეორე ექსპერიმენტული გაზეთი .

უნივერსიტეტი მადლობას უხდის ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების ცნობიერების ამაღლებისა და იმ მნიშვნელოვანი გზავნილისთვის, რომელიც მათმა ნამუშევრებმა საზოგადოებას გაუზიარეს💙💦⛰️