მიღება
დაგეგმე შენი შვილის პირველი ნაბიჯი აისში.
დაგვიკავშირდი ვიზიტის დასაგეგმად, ან გაეცანი ჩარიცხვის წესს ქვემოთ.
ჩარიცხვის წესი
1. სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.
2. სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე; მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4); დაბადების მოწმობის სანოტაროდ დამოწმებული ასლი; სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება; მშობლების პირადობის მოწმობების ასლები. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე; ბ) მოსწავლის პირადი საქმე; გ) მიმდინარე შეფასება; ე) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ; ვ) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ; ზ) დაბადების მოწმობის სანოტაროდ დამოწმებული ასლი; თ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება; ი) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; კ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ჯამრთელობის ცნობა.
მოსწავლის კლასიდან კლასში გაყვანა ხდება დირექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს დირექტორი.
მზად ხარ დაიწყო?
დაგეგმე ვიზიტი, გაიცანი სკოლა და დასვი ნებისმიერი შეკითხვა.