სკოლა „აისი“
2000 წელს საქართველოს დედაქალაქ- თბილისში
დაფუძნდა. დაარსების დღიდან, სკოლის მთავარ ღირებულებას სრულფასოვანი განათლების გაცემა
წარმოადგენდა. სკოლას არაერთი მოსწავლე მიუღია უფასოდ და გაუნათებია მომავლის გზა.
მისი დამფუძნებელი
გახლავთ პედაგოგიკის დოქტორი ქალბატონი იანა ტორჩინავა. ბნელი 90-იანების დასასრული
სწორედ განათლებით მიიღწეოდა, ამიტომაც 2 მოსწავლით დაწყებული სკოლა დღეს წამყვან ადგილს
იკავებს საგანმანათლებლო სივრცეში.
ჩვენი მოსწავლეები
არამხოლოდ გამოირჩევიან სახელმწიფო დაფინანსებების მოპოვებით, არამედ ისინი რეიტინგებშიც
პირველები გადიან. 2019 წელს ჩვენმა მოსწავლემ,
ელიზაბეტ კაკაბაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე პირველი ადგილი არავის დაუთმო და თითოეული მასწავლებელი ასახელა.
ჩვენი მოსწავლეები
იმარჯვებენ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. 2020 წელს ფოსტის საერთაშორისო კონკურსში ჩვენი
მე-8 კლასელის ნაშრომი საუკეთესოდ დასახელდა.
წამყვანი უმაღლესი
დაწესებულებები ყოველწლიურად მადლობის სიგელით
გვაჯილდოებენ საუკეთესო აბიტურიენტების აღზრდისთვის.
და მაინც, ეს ყველაფერი
არ არის…
რა მიზნებს ისახავს
აისი სამომავლოდ?
2021 წელს სკოლა
„აისმა“ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება დაიწყო, რომელიც 40 წამყვან ევროპულ ქვეყანაში
ხორციელდება. ჩვენი მიზანია მსოფლიო მოქალაქის აღზრდა, რაც უპირატესად საერთაშორისო განათლებაში
რეალიზდება.
უცხოური პროგრამების
მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, სორბორნის, ჰარვარდის და სხვა მრავალი უმაღლესი სასაწავლებლების
დაპყრობა- აი ეს არის მთავარი მიზანი…
ჩვენ ამას შევძლებთ
….