ჩვენს შესახებ

About University
  • კერძო საშუალო სკოლა  შპს “აისის“ მისია ეფუძნება  ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და მიმართულია განათლებული, ლიბერალური, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოქალაქის აღზრდისკენ.

  • მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის უზრუნველყოფით უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს თანამედროვე, ღრმა და ფართო განათლება, მომზადებული შეხვდეს ცხოვრების მოთხოვნებს, ჩამოყალიბდეს კანონმორჩილ ადამიანად.

  • სკოლა მოწოდებულია უზრუნველყოს ჰარმონიულად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, ადაპტაციის უნარის მქონე, ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ტოლერანტი, საზოგადოებრივად  აქტიური, დემოკრატიული პრინციპების მქონე  მოქალაქის ჩამოყალიბება.

  • სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სწავლებას  და  ხელმისაწვდომობას,  ხარისხიანი განათლების მიცემას.

  • დასახული მიზნების მისაღწევად სკოლის სასწავლო პროცესი ეფუძნება  დირექციის, მაღალკვალიფიციური პედაგოგებისა და მშობლების ურთიერთთანამშრომლობის  პრინციპს.

  • სკოლა  ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის  ინტერესებსა  და  შესაძლებლობებზე,  რაც მიიღწევა კლასებში  მცირერიცხოვანი  კონტიგენტით.

  • სკოლა თავისი მიზნების მიღწევის პროცესში პრიორიტეტულად მიიჩნევს მოზარდისათვის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, საჭირო ცოდნის მიცემას, მოსწავლეებისათვის ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე  დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას და ეხმარება მათ საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი  უფლება -მოვალეობების გაცნობიერებაში.

  • სკოლისათვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა შორის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ასევე იმ ცოდნის გადაცემა  და უნარ-ჩვევების განვითარება, რაც  აუცილებელია თანამედროვე ცხოვრებაში. მოსწავლე უნდა ვითარდებოდეს როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად, რის მიღწევასაც სკოლა შეეცდება მრავალპროფილიანი სპორტული სექციებითა და უცხო ენების არჩევის ფართო სპექტრით.

  • მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური  მიღწევების ეფექტიანად  გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.

  • მოსწავლემ უნდა მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და შრომით საქმიანობას შორის.