მოგესალმებით

მოგესალმებით სკოლა აისის მთავარ ვებ-გვერდზე.

მოგესალმებით სკოლა აისის მთავარ ვებ-გვერდზე, შეგიძლიათ გაეცნოთ სიახლეებს, პირობებს, მოსწავლეთა შეფასების ყოველ კვირეულ შედეგებს.

სიახლე

სიახლე სკოლა აისის შესახებ

საზეიმო ღონისძიებები

საზეიმო ღონისძიებები

სკოლა "აისში" ტარდება საზეიმო ღონისძიება, ამა თუ იმ დღესასწაულის აღსანიშნავად. ღონისძიებებში მონაწილეობენ მოსწავლეები.

რატომ უნდა აირჩიოთ აისი

რატომ აისი? ალბათ, გონებაში გებადებათ ეს კითხვა.

მცირე რიცხოვანი კლასები; შეღავათიანი გადასახადი; ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის მრავალფეროვანი წრეები; დისციპლინისა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხი; ინკლუზიური განათლება მრავალწლიანი გამოცდილება; მშობლებისთვის…

Frontpage Slideshow | Copyright © 2006-2011 JoomlaWorks Ltd.

სკოლის მისია

  • კერძო საშუალო სკოლა  შპს “აისის“ მისია ეფუძნება  ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და მიმართულია განათლებული, ლიბერალური, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოქალაქის აღზრდისკენ.

  • მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის უზრუნველყოფით უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს თანამედროვე, ღრმა და ფართო განათლება, მომზადებული შეხვდეს ცხოვრების მოთხოვნებს, ჩამოყალიბდეს კანონმორჩილ ადამიანად.

  • სკოლა მოწოდებულია უზრუნველყოს ჰარმონიულად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, ადაპტაციის უნარის მქონე, ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ტოლერანტი, საზოგადოებრივად  აქტიური, დემოკრატიული პრინციპების მქონე  მოქალაქის ჩამოყალიბება.

  • სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სწავლებას  და  ხელმისაწვდომობას,  ხარისხიანი განათლების მიცემას.

  • დასახული მიზნების მისაღწევად სკოლის სასწავლო პროცესი ეფუძნება  დირექციის, მაღალკვალიფიციური პედაგოგებისა და მშობლების ურთიერთთანამშრომლობის  პრინციპს.

  • სკოლა  ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის  ინტერესებსა  და  შესაძლებლობებზე,  რაც მიიღწევა კლასებში  მცირერიცხოვანი  კონტიგენტით.

  • სკოლა თავისი მიზნების მიღწევის პროცესში პრიორიტეტულად მიიჩნევს მოზარდისათვის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, საჭირო ცოდნის მიცემას, მოსწავლეებისათვის ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე  დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას და ეხმარება მათ საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი  უფლება -მოვალეობების გაცნობიერებაში.

  • სკოლისათვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა შორის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ასევე იმ ცოდნის გადაცემა  და უნარ-ჩვევების განვითარება, რაც  აუცილებელია თანამედროვე ცხოვრებაში. მოსწავლე უნდა ვითარდებოდეს როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად, რის მიღწევასაც სკოლა შეეცდება მრავალპროფილიანი სპორტული სექციებითა და უცხო ენების არჩევის ფართო სპექტრით.

  • მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური  მიღწევების ეფექტიანად  გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.

  • მოსწავლემ უნდა მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და შრომით საქმიანობას შორის.

ავტორიზაცია

Image_010.jpg

ჩვენი მისამართია: თბილისი, პ.ქავთარაძის 27


ტელ.:  
+995 5 99159800
+995 5 79402770
+995 5 93208744

ადგილმდებარეობა

საავტორო უფლება © 2018 კერძო საშუალო სკოლა ''აისი''. ყველა უფლება დაცულია.