რატომ აისი?

            შვილისთვის სწორი სკოლის შერჩევა ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და აუცილებელია სკოლა აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს. სკოლა „აისი“ არის საუკეთესო არჩევანი, ვინაიდან:

  • აკადემიური სტანდარტი: ჩვენი სკოლისთვის უმნიშნელოვანესია აკადემიური სტანდარტი და სკოლის რეპუტაცია. მოცემული შედეგის  მისაღწევად სკოლის პერსონალი თავდაუზოგავად შრომობს, რათა მოსწავლეები მუდმივი გამოწვევებით, სიახლეებითა და ძლიერი სასწავლო გეგმით გააძლიერონ. სკოლის მაღალ აკადემიურ ხარისხზე მეტყველებს როგორც კურსდამთავრებულების მიერ ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების მიღება, ასევე საერთაშორისო დაფინანსებები, რომლებსაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები იღებენ და იმარჯვებენ ადგილობრივსა და საერთაშორისო კონფერენციებში. წამყვანი უმაღლესი დაწესებულებები ყოველწლიურად  მადლობის სიგელით გვაჯილდოებენ საუკეთესო აბიტურიენტების აღზრდისთვის.
  • სკოლის პედაგოგები: იმისათვის, რომ სკოლა იყო საუკეთესო, აუცილებელია საუკეთესო მასწავლებლები ჰყავდეს. კერძო სკოლა „აისის“ ყველა მასწავლებელი არის კვალიფიციური და მუდმივ გადამზადებას გადის, რათა არ ჩამორჩნენ მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სიახლეებს. ჩვენი სკოლის მასწავლებლები გამოირჩევიან ცოდნის ეფექტურად გადაცემის უნარით, გამოცდილებით, თავდადებითა და საქმის მიმართ სიყვარულით.
  • სკოლის კულტურა და გარემო: ყველა სკოლა ხასიათდება თავისი უნიკალურობით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სკოლის სწორი შერჩევისას გასათვალისწინებელია სკოლის ღირებულებები და ფასეულობები ემთხვევა თუ არა მშობლისას. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია მოსწავლის  განვითარებისთვის. ჩვენი სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეს ჩამოუყალიბოს თანამშრომლობის, გუნდურობისა და შემოქმედებითობის უნარი. ჩვენი მიზანია მსოფლიო მოქალაქის აღზრდა, რაც უპირატესად საერთაშორისო განათლებაში რეალიზდება. უცხოური პროგრამების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, სორბორნის, ჰარვარდისა და სხვა მრავალი უმაღლესი სასაწავლებლების დაპყრობა- აი, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.
  • კლასგარეშე აქტივობები:  მნიშვნელოვანია მოსწავლის არა მარტო საკლასო ოთახში განვითარება, არამედ საკლასო ოთახს გარეთაც. სკოლა „აისი“ მოსწავლეებს სთავაზობს მრავალფეროვან კლასგარეშე აქტივობებს, რომლებიც შეესაბამება ინდივიდუალურად ყველა მოსწავლის ინტერესს.
  • სპეციალური სერვისები: ჩვენი სკოლა ორიენტირებულია სსსმ მოსწავლეების აკადემიური, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური საჭიროებებზე. სკოლას აქვს ყველანაირი რესურსი, რათა გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას, რასაც სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებს. სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
  • ინდივიდუალური მიდგომა: მეთოდმა, რომელიც ერთ მოსწავლესთან კარგად მოქმედებს, შესაძლოა მეორე მოსწავლესთან არ გაამართლოს. შესაბამისად, სკოლა ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს ერგება. ყველა მოსწავლე, როგორც ინდივიდი სკოლისთვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებასა და სიკეთეს წარმოადგენს, მათი სწორ განვითარებაზე ზრუნვა სკოლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.