ა ვ ტ ო რ ი ზ ა ც ი ა

2022 წლის 18 აგვისტოს სკოლა აისს მიენიჭა 6 წლიანი, უპირობო, სრული ავტორიზაცია.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  ავტორიზაციის საბჭომ  სამივე სტანდარტში, კერძოდ  მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი, შიდა საგანმანათლებლო პროგრამის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა, სრული შესაბამისობით მიანიჭა სკოლა აისს ავტორიზაცია.

საგულისხმოა ექსპერტთა ჯგუფის მიერ ხაზგასმული შეფასება, სადაც სკოლა აისს ეწოდა „უნივერსალური გარემოს მქონე სკოლა“, სადაც ყველა მოსწავლისთვის თანაბარი შესაძლებლობებით არის უზრუნველყოფილი სასწავლო პროცესის მიწოდება.

განსაკუთრებით დადებითად შეფასდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებისთვის შექმნილი სასწავლო პროცესი და მიღწეული შედეგები.

სკოლა აისი განაგრძობს საერთაშორისო ავტორიზაციის მიღებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

X